«

»

ტურიზმის ეკონომიკა და პოლიტიკა, 2011

წიგნი შედგება ორი თავისაგან:

1. ტურიზმის ეკონომიკა (ტურიზმის გავლენა მსოფლიოს ეკონომიკაზე; ეკონომიკური ურთიერთობები ტურიზმის სფეროში; ტურისტის მოტივაცია და ტურისტული ბაზრის, როგორც მომსახურების ბაზრის თავისებურებანი; ტურისტულ პროდუქტზე მოთხოვნა; ტურისტული პროდუქტის მიწოდება და ფასის მექანიზმი; ტურიზმის ეკონომიკური ზემოქმედების სახეები; ტურიზმის სატელიტური ანგარიშები (Tourism Satellite Accounts, TSA));

2. ტურიზმის პოლიტიკა და საკანონმდებლო უზრუნველყოფა (ტურიზმის დაგეგმვა და მდგრადი განვითარების პოლიტიკა; ტურიზმის საერთაშორისო და სახელმწიფო პოლიტიკა, საკანონმდებლო უზრუნველყოფა; ტურიზმის სახელმწიფო პოლიტიკა და განვითარების პერსპექტივები საქართველოში; სახელმწიფოს როლი  და ტურიზმის საკანონმდებლო უზრუნველყოფა გაერთიანებული სამეფოს მაგალითზე; კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო პოლიტიკა; ტურისტული პროდუქტისა და მომსახურების მომხმარებლის უფლებების დაცვა ევროკავშირის ქვეყნებში).

წიგნი ასევე მოიცავს: საკონტროლო კითხვებსა და პრაქტიკულ დავალებებს, გამოყენებულ ლიტერატურასა და ვებგვერდებს, ცხრილებს, სქემებს, დიაგრამებს, სურათებს, ქეისებსა და დანართებს (ტურიზმის ქარტია; ტურიზმის გლობალური ეთიკის კოდექსი; ჰააგის დეკლარაცია ტურიზმის შესახებ; მანილის დეკლარაცია მსოფლიო ტურიზმის შესახებ; საერთაშორისო სასტუმრო კონვენცია; ტურიზმის ეროვნული ორგანიზაციები მსოფლიოს ქვეყნებში; მსოფლიოს ქვეყნების ვალუტა; საერთაშორისო აეროპორტების კოდები; ავიახაზების კოდები; ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია ორმხრივი შეთანხმებები _ დიპლომატიური, სამსახურებრივი ან სპეციალური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლა; საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა მსოფლიოს ქვეყნების მიხედვით (2000-2010წწ.); ტურიზმთან დაკავშირებული საკანონდებლო აქტები; ტურიზმის სფეროს საერთაშორისო აქტები; ინფო-ტურები უცხოეთის ქვეყნების მასმედიის წარმომადგენელთათვის (2010); ძირითადი კონვენციები და ოქმები გარემოს დაცვის სფეროში, რომელთა მხარეცაა საქართველო; ტურიზმის ტერმინთა ინგლისურ-ქართული განმარტებითი ლექსიკონი).

სარედაქციო კოლეგია:

მიხეილ ჯიბუტი – ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ირინა გოგორიშვილი – ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი

დავით ონოფრიშვილი – ეკონომიკის დოქტორი

მარი წერეთელი  – ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი

ნაზირა კაკულია – ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი

ფოტოები – ავთანდილ მეტრეველი

თარგმანი (რუსული, ინგლისური) – ეკატერინე კიკვაძე

2 comments

  1. ნოდარი

    .

  2. Светланочка

    Привет, Тимур Пройди опрос и получи спонсорские

    http://HBIWF.TK

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>