22

ტურიზმის ბიზნესი (ინდუსტრია, მენეჯმენტი, მარკეტინგი), 2011

წიგნი შედგება ოთხი თავისგან:

1. ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია (ტურების ორგანიზება (ტურ-ოპერირება), სატრანსპორტო საშუალებები, განთავსების საშუალებები, ატრაქციები და ანიმაცია ტურიზმში);

2. ტურიზმის მენეჯმენტი (ტურისტული ორგანიზაციების მენეჯმენტი, ორგანიზაციული ქცევა ტურიზმში, ადამიანური რესურსების მართვა, ტურიზმის ფინანსური მენეჯმენტი, ელექტრონული ბიზნესის მართვა ტურიზმში, ტურიზმის ეკოლოგიური ზეგავლენა და გარემოს მენეჯმენტი, ეკონომიკის გლობალიზაცია და ტურიზმის ინდუსტრიის ორგანიზაციათა მართვის ინტეგრაციული პროცესები, ტურიზმის უსაფრთხოება, მშვიდობა  – ტურიზმის განვითარების წინაპირობა);

3.ტურიზმის მარკეტინგი (მარკეტინგის კონცეფცია ტურიზმის ინდუსტრიაში, მარკეტინგის კავშირი ორგანიზაციის კონკურენტული უპირატესობის ჩამოყალიბების სტრატეგიებთან, ორგანიზაციის ბრენდის მართვა ტურისტული ინდუსტრიის მარკეტინგულ ღონისძიებათა შემადგენლობაში, ტურიზმის ინდუსტრიაში კონკურენტუნარიანი ბრენდის ჩამოყალიბების პრინციპები, ბრენდინგის გამოყენება ტურისტული მომსახურების წინ წაწევისა და ორგანიზაციის კონკურენტუნარიანობის გასაძლერებლად, ტურიზმის დისტრიბუცია, ტურისტული საწარმოს მარკეტინგული მენეჯმენტი);

4. საქართველოს ტურისტული რესურსები.

წიგნი ასევე მოიცავს: საკონტროლო კითხვებსა და პრაქტიკულ დავალებებს; გამოყენებულ ლიტერატურასა და ვებგვერდებს; ცხრილებს, სქემებს, დიაგრამებს, სურათებს, ქეისებს და დანართებს (მსოფლიოს სასტუმროთა ქსელები, მსოფლიოს პოპულარული ატრაქციები, სასტუმროს მომსახურების მანიშნებლები (პიქტოგრამები), მუდმივმოქმედი საერთაშორისო ტურისტული გამოფენები, თბილისში არსებული რელიგიური ნაგებობები, საქართველოს რელიგიური სიწმინდეები, ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები საქართველოს ქალაქებისა და რაიონების მიხედვით, საქართველოს კურორტები, საქართველოს ბუნებრივი ძეგლები (მღვიმეები), ტურიზმის ტერმინთა საყოველთაოდ მიღებული შემოკლებები, ტურიზმის ტერმინთა ინგლისურ-ქართული განმარტებითი ლექსიკონი).

სარედაქციო კოლეგია:
ირინა გოგორიშვილი – ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი
მიხეილ ჯიბუტი – ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
დავით ონოფრიშვილი –  ეკონომიკის დოქტორი
მარი წერეთელი – ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი
ნაზირა კაკულია – ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი

ფოტოგრაფი – ავთანდილ მეტრეველი
თარგმანი (ინგლისური, რუსული) – ეკატერინე კიკვაძე

2 Responses

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *