ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის საფუძვლები (2008, 2011)

წიგნში წარმოდგენილია ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის განვითარების ისტორიული ეტაპები; ტურიზმის არსი და ტერმინები; ტურიზმის ძირითადი სახეობები და მიმართულებები; ტურიზმის მოტივაცია; ტურისტული რესურსები, ინფრასტრუქტურა; ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია: განთავსების საშუალებები, სატრანსპორტო საშუალებები და გადაზიდვები, ატრაქციები და ანიმაცია; ტუროპერირება; რეკლამა და “პრომოუშენი”; საინფორმაციო ტექნოლოგიები; ტურიზმის სახელმწიფო რეგულირება; ტურიზმი და კანონმდებლობა; ტურიზმის ადგილი და როლი მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკაში; ტურიზმის ეკონომიკა, მოთხოვნა და მიწოდება ტურისტულ ბაზარზე; მსოფლიოს ტურისტული რეგიონები; ტურიზმი და გარემოს მენეჯმენტი; პროფესიული კადრების მომზადება ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში; საერთაშორისო ტურისტული ორგანიზაციები; საქართველოს ტურისტული რესურსები, დღევანდელი  მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები.

წიგნი ასევე მოიცავს: საკონტროლო კითხვებსა და პრაქტიკულ დავალებებს; დამატებითი ინფორმაციის მიღებისათვის განკუთვნილ ვებრგვერდებსა და ლიტერატურას; დანართებს, რომლებშიც მოცემულია: საყოველთაოდ მიღებული შემოკლებები; საერთაშორისო სახალხო დღესასწაულები; საერთაშორისო რელიგიური დღესასწაულები; მართლმადიდებლური რელიგიური დღესასწაულები (თორმეტი საუფლო დღესასწაული); ეროვნული დღესასწაულები; მსოფლიო დღესასწაულები, ფესტივალები, კარნავალები; მსოფლიოს 50 პოპულარული ატრაქცია; საქართველოს რელიგიური სიწმინდეები; თბილისში არსებული რელიგიური ძეგლები; ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები საქართველოს ქალაქებისა და რაიონების მიხედვით; საქართველოს კურორტები; საქართველოს ბუნებრივი ძეგლები (მღვიმეები); მსოფლიოს სასტუმროთა ქსელები; სასტუმროს მომსახურების მანიშნებლები (პიქტოგრამები); მუდმივმოქმედი საერთაშორისო ტურისტული გამოფენები; ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებთანაც საქართველოს აქვს ორმხრივი შეთანხმება დიპლომატიური, სამსახურებრივი ან სპეციალური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ; ქეისები. წიგნი განკუთვნილია ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროს მუშაკებისა და, სპეციალიზებული საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, როგორც საბაზო სახელმძღვანელო სპეციალობაში.

წინათქმა

ტურიზმს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში. განვითარებული ტურიზმის მქონე ქვეყნებში ეკონომიკის ამ დარგის მეშვეობით მნიშვნელოვნად ვითარდება ვაჭრობისა და მომსახურების სფერო, რაც იწვევს სავალუტო შემოსავლებისა და დასაქმების  ზრდას, ეროვნული ტრადიციების, კულტურული მემკვიდრეობის შენერჩუნებასა და განვითარებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მათ ფინანსურ უზრუნველყოფას. აქედან გამომდინარე, საბაზრო ეკონომიკის სისტემაზე გარდამავალ პერიოდში ტურიზმი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტებს შორისაა.
მართალია დღეს, ქართული ტურიზმი რიგ სიძნელეებს განიცდის, მაგრამ მისი აღიარება და განვითარების აუცილებლობა შეიძლება შემდგარ ფაქტად ჩაითვალოს. ამასთანავე აღვნიშნავთ, რომ მისი აღორძინება მხოლოდ დროის ფაქტორთან არ არის დაკავშირებული. თანამედროვე ტურიზმის ბიზნესი მოითხოვს ენერგიული, შემოქმედებითად აქტიური, ძლიერი პიროვნებების მოზიდვას და სპეციალისტების აღზრდას, მათი სათანადო ცოდნით აღჭურვას. საქართველოში ამ მიზნებს ემსახურება  არა ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტი, თუ კერძო უმაღლესი სკოლის სათანადო ფაკულტეტები და კათედრები.
უნდა ვაღიაროთ, რომ საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის პროცესში ნაკლებად მოიძებნება უმაღლესი სკოლის ის სპეციალობები, რომლებიც ნაწილობრივ მაინც არიან უზრუნველყოფილნი ქართულ ენაზე შექმნილი თანამედროვე სახელმძღვანელოებით. ამ მიმართულებით გამონაკლისს არც ტურიზმი წარმოადგენს, რომელმაც ცალკე, დამოუკიდებელი სპეციალობის სტატუსი ბოლო ათწლეულში მიიღო. უცხოური სპეციალური ლიტერატურა კი მთლიანობაში მოკლებულია ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრიის აღორძინებისა და განვითარების თავისებურებების შესწავლა–დახასიათებას.
ტურიზმის დარგში პროფესიული კადრების აღზრდისათვის მეტად დროულია ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის მ.მეტრეველის მიერ მომზადებული სახელმძღვანელო ,,ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის საფუძვლები”.  მასში პოპულარული ენით აღწერილია ამ დარგის ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა, მასზე მოქმედი ფაქტორები და განვითარების ტენდენციები როგორც საზღვარგარეთ ისე  ჩვენს ქვეყანაში.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნული წიგნი წამოადგენს ნაშრომს, რომელშიც თავმოყრილია მასალა, როგორც მსოფლიოს რეგიონებისა და ქვეყნების, ასევე საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე, მის წარსულზე, აწმყოსა და განვითარების პერსპექტივებზე. ყოველივე ეს აუცილებელია არა მარტო ეროვნული ტურიზმის პროფესიული კადრების მომზადებისათვის, არამედ ამავე დროს, იგი ქმნის მყარ საფუძველს საქართველოში ტურიზმის მეცნიერების განვითარებისათვის, რასაც ავტორი ბოლო წლების მანძილზე, უდავოდ წარმატებით ახორციელებს.
მეტად მნიშვნელოვანია, რომ წიგნის შინაარსი და  სტრუქტურა აგებულია ავტორისეული სასწავლო პროგრამის შესაბამისად. იგი საკითხთა მიხედვით შეიცავს საკონტროლო კითხვებსა და ქეისებს, რაც სტუდენტს დამოუკიდებელი მუშაობის საშუალებას აძლევს. მასში მარტივი, მკითხველისათვის გასაგები ენით განმარტებულია თითქმის ყველა სპეციფიკური ტერმინი, რაც აადვილებს წიგნზე მუშაობას და ქმნის საფუძველს ტურიზმის სპეციალური დისციპლინების შესწავლისათვის. აღსანიშნავია ინტერნეტში განთავსებული რესურსების (ვებგვერდების) დიდი რაოდენობა, რომელიც მკითხველს საშუალებას აძლევს გაეცნოს კონკრეტულ საკითხებზე არსებულ დამატებით ინფორმაციას. ასეთი დიდი რაოდენობით შემოთავაზებული ინფორმაციული მასალა, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ტურიზმის თეორიული და პრაქტიკული საკითხების შესახებ, უმაღლეს სასწავლებლების სტუდენტების დიდ ინტერესს გამოიწვევს. წიგნი ტურიზმთან დაკავშირებული პრაქტიკული საქმიანობის თანამედროვე სტანდარტებით განხოციელებაში დაეხმარება ყველას ვისაც სურს ამ სფეროში დასაქმება.

 

 

ირინა გოგორიშვილი
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

სარედაქციო კოლეგია:

მარი წერეთელი – ფილ. მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ირინა გოგორიშვილი – ეკონ. მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ავთანდილ არაბული -  ფილ. მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
დავით ონოფრიშვილი – ეკონ. მეცნიერებათა დოქტორი

 

 

8 comments

Skip to comment form

  1. სოფო

    რეკლამა და პრომოუშენი

  2. სოფო

    ჩემი თხოვნაა ვიპოვო რეკლამა და პროუშენზე იმფორმაცია

  3. სოფო

    რეკლამა და პროუშენი

  4. თამუნა

    სად შეიძლება შევიძინო ან რომელ ბიბლიოთეკაში შეიძლება ვნახო ეს წიგნი(ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის საფუძვლები)?

  5. დათო

    ეს და სხვა წიგნები შეგიძლიათ შეიძინოთ მაღაზიაში “წიგნები ვაკეში”

    ქ.თბილისი; ფალიაშვილის ქ. 66;
    ტელ.: (995 32) 23 29 80
    info@booksin.ge
    http://booksin.ge

  6. LELA

    ქალბატონო მარინა დიდი მადლობა, ძალიან გვეხმარებით ტურიზმის სფეროში მოღვაწე ადამიანებს. დიდი სიამოვნებით შევიძენდი ამ წიგნებს

  7. იზა

    სად შეიძლება შევიძინო ან რომელ ბიბლიოთეკაში შეიძლება ვნახო ეს წიგნი(ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის საფუძვლები)?

  8. ლალი ბერიძე

    ქალბატონო მარინა,
    მე გახლავართ ახალციხის უნივერსიტეტიდან მსურს გიდების მომზადების პროფესიული ან მაინორ პროგრამის მომზადება,თქვენი წიგნები მინდა შევიძინო უნივერსიტეტისათვის, როგორ მოვიქცე?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>