წიგნში წარმოდგენილია ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის განვითარების ისტორიული ეტაპები; ტურიზმის არსი და ტერმინები; ტურიზმის ძირითადი სახეობები და მიმართულებები; ტურიზმის მოტივაცია; ტურისტული რესურსები, ინფრასტრუქტურა; ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია: განთავსების საშუალებები, სატრანსპორტო საშუალებები და გადაზიდვები, ატრაქციები და ანიმაცია; ტუროპერირება; რეკლამა და „პრომოუშენი“; საინფორმაციო ტექნოლოგიები; ტურიზმის სახელმწიფო რეგულირება; ტურიზმი და კანონმდებლობა; ტურიზმის ეკონომიკა, მოთხოვნა და მიწოდება ტურისტულ ბაზარზე; ტურიზმის ადგილი და როლი მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკაში; მსოფლიოს ტურისტული რეგიონების ეკონომიკური მაჩვენებლები; ტურიზმი და გარემოს მენეჯმენტი; საერთაშორისო ტურისტული ორგანიზაციები; პროფესიული კადრების მომზადება ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში; საქართველოს ტურისტული რესურსები, დღევანდელი მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები.
წიგნი ასევე მოიცავს: საკონტროლო კითხვებსა და პრაქტიკულ დავალებებს; დამატებითი ინფორმაციის მიღებისათვის განკუთვნილ ვებგვერდდებსა და ლიტერატურას; დანართებს, რომლებშიც მოცემულია: საყოველთაოდ მიღებულიH შემოკლებები; საერთაშორისო სახალხო დღესასწაულები; საერთაშორისო რელიგიური დღესასწაულები; მართლმადიდებლური რელიგიური დღესასწაულები (თორმეტი საუფლო დღესასწაული); ეროვნული დღესასწაულები; მსოფლიო დღესასწაულები, ფესტივალები, კარნავალები; მსოფლიოს 50 პოპულარული ატრაქცია; საქართველოს რელიგიური სიწმინდეები; თბილისში არსებული რელიგიური ნაგებობები; ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები საქართველოს ქალაქებისა და რაიონების მიხედვით; საქართველოს კურორტები; საქართველოს ბუნებრივი ძეგლები (მღვიმეები); მსოფლიოს სასტუმროთა ქსელების სია; სასტუმროს მომსახურების მანიშნებლები (პიქტოგრამები); მუდმივმოქმედი საერთაშორისო ტურისტული გამოფენები; ჩამონათვალი ქვეყნების, რომლებთანაც საქართველოს აქვს ორმხრივი შეთანხმება დიპლომატიური, სამსახურებრივი ან სპეციალური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ; ქეისები.
წიგნი განკუთვნილია ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროს მუშაკებისა და, სპეციალიზებული საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, როგორც საბაზო სახელმძღვანელო სპეციალობაში.
სარედაქციო კოლეგია:
- მარი წერეთელი _ ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი
- რუსუდან ჩართოლანი _ მათემატიკის დოქტორი
- ავთანდილ არაბული _ ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
- ლალი მიქელაძე _ ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი, ასოც პროფესორი
რეკლამა და პრომოუშენი
ჩემი თხოვნაა ვიპოვო რეკლამა და პროუშენზე იმფორმაცია
რეკლამა და პროუშენი
სად შეიძლება შევიძინო ან რომელ ბიბლიოთეკაში შეიძლება ვნახო ეს წიგნი(ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის საფუძვლები)?
ეს და სხვა წიგნები შეგიძლიათ შეიძინოთ მაღაზიაში “წიგნები ვაკეში”
ქ.თბილისი; ფალიაშვილის ქ. 66;
ტელ.: (995 32) 23 29 80
info@booksin.ge
http://booksin.ge
ქალბატონო მარინა დიდი მადლობა, ძალიან გვეხმარებით ტურიზმის სფეროში მოღვაწე ადამიანებს. დიდი სიამოვნებით შევიძენდი ამ წიგნებს
სად შეიძლება შევიძინო ან რომელ ბიბლიოთეკაში შეიძლება ვნახო ეს წიგნი(ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის საფუძვლები)?
ქალბატონო მარინა,
მე გახლავართ ახალციხის უნივერსიტეტიდან მსურს გიდების მომზადების პროფესიული ან მაინორ პროგრამის მომზადება,თქვენი წიგნები მინდა შევიძინო უნივერსიტეტისათვის, როგორ მოვიქცე?
ვაი და წაკითხვა მომინდა და საყიდელი ფული არ მაქვს ონლაინ ვერსია ხოარ გდია სადმე?
YOU NEED QUALITY VISITORS for your: marinametreveli.ge
My name is Lila Maddox, and I’m a Web Traffic Specialist. I can get:
– visitors from search engines
– visitors from social media
– visitors from any country you want
– very low bounce rate & long visit duration
CLAIM YOUR 24 HOURS FREE TEST => https://bit.ly/3h750yC
mtbm6b