წიგნი შედგება ორი თავისაგან:
1. ტურიზმის ეკონომიკა (ტურიზმის გავლენა მსოფლიოს ეკონომიკაზე; ეკონომიკური ურთიერთობები ტურიზმის სფეროში; ტურისტის მოტივაცია და ტურისტული ბაზრის, როგორც მომსახურების ბაზრის თავისებურებანი; ტურისტულ პროდუქტზე მოთხოვნა; ტურისტული პროდუქტის მიწოდება და ფასის მექანიზმი; ტურიზმის ეკონომიკური ზემოქმედების სახეები; ტურიზმის სატელიტური ანგარიშები (Tourism Satellite Accounts, TSA));
2. ტურიზმის პოლიტიკა და საკანონმდებლო უზრუნველყოფა (ტურიზმის დაგეგმვა და მდგრადი განვითარების პოლიტიკა; ტურიზმის საერთაშორისო და სახელმწიფო პოლიტიკა, საკანონმდებლო უზრუნველყოფა; ტურიზმის სახელმწიფო პოლიტიკა და განვითარების პერსპექტივები საქართველოში; სახელმწიფოს როლი და ტურიზმის საკანონმდებლო უზრუნველყოფა გაერთიანებული სამეფოს მაგალითზე; კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო პოლიტიკა; ტურისტული პროდუქტისა და მომსახურების მომხმარებლის უფლებების დაცვა ევროკავშირის ქვეყნებში).
წიგნი ასევე მოიცავს: საკონტროლო კითხვებსა და პრაქტიკულ დავალებებს, გამოყენებულ ლიტერატურასა და ვებგვერდებს, ცხრილებს, სქემებს, დიაგრამებს, სურათებს, ქეისებსა და დანართებს (ტურიზმის ქარტია; ტურიზმის გლობალური ეთიკის კოდექსი; ჰააგის დეკლარაცია ტურიზმის შესახებ; მანილის დეკლარაცია მსოფლიო ტურიზმის შესახებ; საერთაშორისო სასტუმრო კონვენცია; ტურიზმის ეროვნული ორგანიზაციები მსოფლიოს ქვეყნებში; მსოფლიოს ქვეყნების ვალუტა; საერთაშორისო აეროპორტების კოდები; ავიახაზების კოდები; ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია ორმხრივი შეთანხმებები _ დიპლომატიური, სამსახურებრივი ან სპეციალური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლა; საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა მსოფლიოს ქვეყნების მიხედვით (2000-2010წწ.); ტურიზმთან დაკავშირებული საკანონდებლო აქტები; ტურიზმის სფეროს საერთაშორისო აქტები; ინფო-ტურები უცხოეთის ქვეყნების მასმედიის წარმომადგენელთათვის (2010); ძირითადი კონვენციები და ოქმები გარემოს დაცვის სფეროში, რომელთა მხარეცაა საქართველო; ტურიზმის ტერმინთა ინგლისურ-ქართული განმარტებითი ლექსიკონი).
სარედაქციო კოლეგია:
მიხეილ ჯიბუტი – ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ირინა გოგორიშვილი – ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი
დავით ონოფრიშვილი – ეკონომიკის დოქტორი
მარი წერეთელი – ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი
ნაზირა კაკულია – ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი
ფოტოები – ავთანდილ მეტრეველი
თარგმანი (რუსული, ინგლისური) – ეკატერინე კიკვაძე
.
სად შეიძლება წიგნის შეძენა?