ტურიზმისა და მასპინძლობის საფუძვლები (2008, 2011, 2017)

წიგ­ნში წარ­მოდ­გე­ნი­ლია ტუ­რიზ­მი­სა და სტუ­მარ­მას­პინ­ძლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რი­ული ეტ­აპ­ები; ტუ­რიზ­მის არ­სი და ტერ­მი­ნე­ბი; ტუ­რიზ­მის ძი­რი­თა­დი სა­ხე­ობ­ები და მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი; ტუ­რიზ­მის მო­ტი­ვა­ცია; ტუ­რის­ტუ­ლი რე­სურ­სე­ბი, ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რა; ტუ­რიზ­მი­სა და სტუ­მარ­მას­პინ­ძლო­ბის ინ­დუს­ტრია: გან­თავ­სე­ბის სა­შუ­ალ­ებ­ები, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ალ­ებ­ები და გა­და­ზიდ­ვე­ბი, ატ­რაქ­ცი­ები და ან­იმ­აცია; ტუ­რო­პე­რი­რე­ბა; რეკ­ლა­მა და „პრო­მო­უშ­ენი“; სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ები; ტუ­რიზ­მის სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლი­რე­ბა; ტუ­რიზ­მი და კა­ნონ­მდებ­ლო­ბა; ტუ­რიზ­მის ეკ­ონ­ომ­იკა, მოთხოვ­ნა და მი­წო­დე­ბა ტუ­რის­ტულ ბა­ზარ­ზე; ტუ­რიზ­მის ად­გი­ლი და რო­ლი მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბის ეკ­ონ­ომ­იკ­აში; მსოფ­ლი­ოს ტუ­რის­ტუ­ლი რე­გი­ონ­ებ­ის ეკ­ონ­ომ­იკ­ური მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი; ტუ­რიზ­მი და გა­რე­მოს მე­ნეჯ­მენ­ტი; სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ები; პრო­ფე­სი­ული კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა ტუ­რიზ­მი­სა და სტუ­მარ­მას­პინ­ძლო­ბის სფე­რო­ში; სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რის­ტუ­ლი რე­სურ­სე­ბი, დღე­ვან­დე­ლი  მდგო­მა­რე­ობა და გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი.

წიგ­ნი ას­ევე მო­იც­ავს: სა­კონ­ტრო­ლო კითხვებ­სა და პრაქ­ტი­კულ და­ვა­ლე­ბებს; და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბი­სათ­ვის გან­კუთ­ვნილ ვებ­გვერ­დდებ­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას; და­ნარ­თებს, რომ­ლებ­შიც მო­ცე­მუ­ლია: სა­ყო­ველ­თა­ოდ მი­ღე­ბუ­ლიH შე­მოკ­ლე­ბე­ბი; სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ხალ­ხო დღე­სას­წა­ულ­ები; სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ლი­გი­ური დღე­სას­წა­ულ­ები; მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი რე­ლი­გი­ური დღე­სას­წა­ულ­ები (თორ­მე­ტი სა­უფ­ლო დღე­სას­წა­ული); ერ­ოვ­ნუ­ლი დღე­სას­წა­ულ­ები; მსოფ­ლიო დღე­სას­წა­ულ­ები, ფეს­ტი­ვა­ლე­ბი, კარ­ნა­ვა­ლე­ბი; მსოფ­ლი­ოს 50 პო­პუ­ლა­რუ­ლი ატ­რაქ­ცია; სა­ქარ­თვე­ლოს რე­ლი­გი­ური სიწ­მინ­დე­ები; თბი­ლის­ში არ­სე­ბუ­ლი რე­ლი­გი­ური ნა­გე­ბო­ბე­ბი; ქარ­თუ­ლი ხუ­როთ­მოძ­ღვრუ­ლი ძეგ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ქა­ლა­ქე­ბი­სა და რაიონების მი­ხედ­ვით; სა­ქარ­თვე­ლოს კუ­რორ­ტე­ბი; სა­ქარ­თვე­ლოს ბუ­ნებ­რი­ვი ძეგ­ლე­ბი (მღვი­მე­ები); მსოფ­ლი­ოს სას­ტუმ­რო­თა ქსე­ლე­ბის სია; სას­ტუმ­როს მომ­სა­ხუ­რე­ბის მა­ნიშ­ნებ­ლე­ბი (პიქ­ტოგ­რა­მე­ბი); მუდ­მივ­მოქ­მე­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რის­ტუ­ლი გა­მო­ფე­ნე­ბი; ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ქვეყ­ნე­ბის, რომ­ლებ­თა­ნაც სა­ქარ­თვე­ლოს აქ­ვს ორ­მხრი­ვი შე­თან­ხმე­ბა დიპ­ლო­მა­ტი­ური, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ან სპე­ცი­ალ­ური პას­პორ­ტე­ბის მფლო­ბელ­თათ­ვის უვ­იზო მი­მოს­ვლის შე­სა­ხებ; ქე­ის­ები.

წიგ­ნი გან­კუთ­ვნი­ლია ტუ­რიზ­მი­სა და სტუ­მარ­მას­პინ­ძლო­ბის სფე­როს მუ­შა­კე­ბი­სა და, სპე­ცი­ალ­იზ­ებ­ული სა­შუ­ალო და უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის, რო­გორც სა­ბა­ზო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო სპე­ცი­ალ­ობ­აში.

 

სარედაქციო კოლეგია:

 

  1. მარი წერეთელი _ ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი
  2. რუსუდან ჩართოლანი _ მათემატიკის დოქტორი
  3. ავთანდილ არაბული _ ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
  4. ლალი მიქელაძე _ ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი, ასოც პროფესორი

 

11 Responses

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *