წიგნში განხილულია მსოფლიოსა და საქართველოს ტურიზმის ისტორია, დღევანდელი მდგომარეობა და განვითარების ტენდენციები. დამხმარე სახელმძღვანელო “ტურიზმი” განკუთვნილია ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებისა და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სპეციალისტებისა და პედაგოგ-მასწავლებელთათვის.
წინათქმა
ტურიზმს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში. ტურისტულ ქვეყნებში ტურიზმის მეშვეობით მნიშვნელოვნად ვითარდება ვაჭრობისა და მომსახურეობის სფერო, რაც იწვევს სავალუტო შემოსავლებისა და დასაქმების ზრდას, ეროვნული ტრადიციების და კულტურული მემკვიდრეობის მსოფლიო ასპარეზზე გატანას და მათი შენარჩუნების ფინანსურ უზრუნველყოფას.
აქედან გამომდინარე საბაზრო ეკონომიკის სისტემაზე გარდამავალ პერიოდში ქვეყნის ეროვნული ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტებს შორისაა ტურიზმი. მართალია, ქართული ტურიზმი განიცდის რიგ სიძნელეებს, მაგრამ მისი აღიარება და განვითარების აუცილებლობა შეიძლება შემდგარ ფაქტად ჩაითვალოს. ამჟამად, ქვეყანაში, ტურიზმის დარგი დაცულია სათანადო საკანონმდებლო ბაზით და ვფიქრობთ, რომ მისი აღორძინება მხოლოდ დროის ფაქტორთანაა დაკავშირებული. ამავე დროს, თანამედროვე ტურიზმის ბიზნესი მოითხოვს ენერგიული, შემოქმედებითად აქტიური, ძლიერი პიროვნებების მოზიდვას და აღზრდას, მათი სათანადო ცოდნით აღჭურვას. საქართველოში ამ მიზნებს ემსახურება არა ერთი სახელმწიფო, თუ კერძო უმაღლესი სკოლის სათანადო ფაკულტეტები და კათედრები.
უნდა ვაღიაროთ, რომ საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის პროცესში ნაკლებად მოიძებნება უმაღლესი სკოლის ის სპეციალობები, რომლებიც ნაწილობრივ მაინც არიან უზრუნველყოფილნი ქართულ ენაზე დასტამბული, თანამედროვე სახელმძღვანელოებით. ამ მიმართულებით გამონაკლისს არ წარმოადგენს ტურიზმიც, რომელმაც ცალკე, დამოუკიდებელი სპეციალობის სტატუსი ბოლო ათწლეულში მიიღო. არაქართულენოვანი, სპეციალური ლიტერატურა კი მთლიანობაში მოკლებულია ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრიის აღორძინებისა და განვითარების თავისებურებების შესწავლა-დახასიათებას.
ტურიზმის დარგში პროფესიული კადრების აღზრდისათვის მეტად დროულია თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტის ეკ. მეცნიერებათა დოქტორის მ. მეტრეველის მიერ მომზადებული დამხმარე სახელმძღვანელო “ტურიზმი”. მასში მეცნიერული პოპულარული ენით აღწერილია ამ დარგის ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა, მასზე მოქმედი ფაქტორები, მისი განვითარების ტენდენციები საზღვარგარეთსა და ჩვენს ქვეყანაში.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ წინამდებარე დამხმარე სახელმძღვანელო წამოადგენს პირველ ნაშრომს, რომელშიც თავმოყრილია მასალა საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე, მის წარსულზე, აწმყოსა და განვითარების პერსპექტივებზე, რაც ასე აუცილებელია ეროვნული ტურიზმის პროფესიული კადრების მომზადებისათვის. ამავე დროს, იგი ქმნის მყარ საფუძველს, რათა მასზე დაყრდნობით უახლოეს პერიოდში შეიქმნას ქართული ტურიზმისადმი მიძღვნილი ორიგინალური სახელმძღვანელოები, რაც ავტორს უდაოდ შეუძლია წარმატებით განახორციელოს.
მეტად მნიშვნელოვანია, რომ დამხმარე სახელმძღვანელოს “ტურიზმი” სტრუქტურა აგებულია ავტორისეული სასწავლო პროგრამის შესაბამისად და მოიცავს კითხვარებს საკითხთა მიხედვით, რაც სტუდენთა დამოუკიდებელი მუშაობის მასტიმულირებელი საშუალებაა. მასში მარტივი, მკითხველისათვის გასაგები ენით განმარტებულია თითქმის ყველა სპეციფიკური ტერმინი, რაც აადვილებს წიგნზე მუშაობას და ქმნის საფუძველს ტურიზმის შემდგომი სპეციალური დისციპლინების შესწავლისათვის. ასეთი რაოდენობის თეორიული და ინფორმაციული მასალა არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ ადილობრივ ტურიზმზე დააინტერესებს, როგორც სტუდენტებს, ასევე ტურიზმის სფეროში დასაქმებულ სპეციალისტებსა და პედაგოგ-მასწავლებლებს.
თეიმურაზ კანდელაკი
ეკონ. მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
რედაქტორი:
თეიმურაზ კანდელაკი – ეკონ. მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
რეცენზენტები:
ზეზვა ღუღუნიშვილი – პროფესორი
იოსებ ხელშვილი – გეოგრაფიულ მეციერებათა დოქტორი
დავით ონოფრიშვილი – ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი
მართლა ძალიან მაგარი საიტია,
მე პირადად ყველანაირი ინფორმაცია მივიღე ამომწურავად.
მოგესალმებით ქალბატონო მარინა,
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თქვენ ბრძანდებით ქალბატონი, რომლითაც იცნობენ საქართველოს ტურისტულ ბაზარს.
თქვენი მეცნიერული ნაშრომებით, როგორც “ტურიზმის დედა საქართველოში”, ისე ბრძანდებით მონათლული.
ეს ვებ-გვერდი კი თქვენი დაუღალავი მეცნიერული შრომის დაგვირგვინებაა, მაგრამ სასურველია აქ ასახული იყოს თქვენი სტატიები და საკონფერენციო ნაშრომები, რომლებშიც უფრო მკაფიოდ ჩანს თქვენი ენთუზიაზმი საქართველოში ტურიზმის განვითარების შესახებ.
ჩემი სურვილია თქვენი წვლილი შეიტანოთ იმერეთის რეგიონის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების დახელოვნებაში ტურიზმის ეკონომიკის მიმართულებით.
პატივისცემით, ნანა შონია
QALBATONO MARINA, UGRMESI MADLOBA YVELAPRISTVIS, TU RAME VISWAVLE TURIZMSHI TQVENI WYALOBIT, LEQCIAZE PIRVELAD SHEMOVLIS DGIDAN TQVENMA SAUMARMA MIMAXVEDRA, RO SWORED IQ VIYAVI SADAC UNDA VYOPILIYAVI.DGES CHVENS QEYANASHI ZALIAN COTAA TURIZMIS SPECIALISTI, BEVRMA UNDA MOGBAZOST! MEAMAYEBA RO TQVENI STUDENTI VIYAVI! QARTVEL STUDENTEBS UDIDES MXARSHI DROMA GAGVIWIET DA WIN WAGVWIET ASETI LITERATURA RO SEHGVIQMENIT. GMERTMA GVIMRAVLOS TQVENISTANA ADMIANEB!!! ES SAITI ME PIRADAD DAMEXMAREBA ROM CHEMS MEGOBEREBS REKOMENDACIA GAVUWIO TURIZMIS SPEROSHI,TQVENI WYALOBIT!
PATIVISCEMIT
BELA KHUMARASHVILI
My darling Marina,
I am amazed by your achievements and success. For some people it takes a lifetime to succeed as you have done in a very short period of time. I admire you. If everybody were as dedicated to their jobs and work as you are, Georgia would be well established in the world.
I personally would like to thank you for the work you have done, not only for yourself, but for Georgia as well.
Tourism is a great way to make Georgia one of the most desirable places to visit in the world. The more international visitors our
homeland welcomes, the more widely our reputation for hospitality and natural beauty will spread.
Love always, Dali
dzalian kargi bignebi gakvt da me dzaan momwons da erti mec makvs leksikoni
უკაცრავად ამ წიგნის სრული ვერსია რომელ საიტზე დევს? იქნებ დამეხმაროთ