გარემო და ეკოტურიზმის მენეჯმენტი, 2012

წიგნი შედგება 5 თავისაგან.

თავი I. ბუნებრივი რესურსები, დაცული ტერიტორიები ბიომრავაფეროვნება, საქართველოს ბუნებრივი რესურსები და ბიომრავალფეროვნება, ბიომრავალფეროვნების დაცვა („წითელი წიგნი“), საქართველოს დაცული ტერიტორიების კატეგორიები, საქართველოს დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნება და კულტურული მემკვიდრეობა);

თავი II. გარემოსდაცვითი პოლიტიკა (მსოფლიოს გლობალური ეკოლოგიური პრობლემები, გარემოს დაცვის საერთაშორისო პოლიტიკა, სა ქართველოს გარემოსდაცვითი პოლიტიკა);

თავი III. ტურიზმის ბუნებათსარგებლობის პრინციპები და მახასიათებლები (ტურიზმისგან ვითარების ისტორია მოგზაურობიდან ეკოტურიზმამდე, ბუნებათსარგებლობა ტურიზმში, მდგრადი განვითარების პრინციპები, ტურიზმის მდგრადი განვითარების კონცეფცია, ტურიზმის ზეგავლენა გარემოზე და მისი შედეგები, ეკოტურიზმი – გარემო დაცვის ალტერნატივა, გამტარობის პოტენციალი და მისი რეგულირება, ეროვნული პარკი – ეკოტურიზმის ძირითადი დესტინაცია, ეკოტურიზმის ძირითადი მიმართულებები);

თავი IV. ეკოტურიზმის მენეჯმენტი, მარკეტინგი, ეკონომიკა (ეკოტურიზმის მენეჯმენტი, ეკოტურიზმის მარკეტინგი, ტურიზმის ეკონომიკა დაცულ ტერიტორიებში, ადგილობრივი მოსახლეობის, ხელისუფლების და კერძო სტუქტურების როლი რეგიონში ეკოტურიზმის განვითარებაში);

თავი V. მომსახურების მენეჯმენტი და გარემოს და ბინ ძურების მინიმიზაცია ეკოტურიზმში (ეკოტურისტთა განთავსების ორგანიზება და მართვა, მოგზაურობის დროს ტურისტთა უსაფრთხოების დაცვა, ეკოტურისტული მომსახურების ხარისხის მენეჯმენტი, გარემოს და ბინძურების მინიმიზაციის ტექნოლოგიები ეკოტურიზმში, ეკოტურიზმი, როგორც გარემოსდაცვითი განათლების კომპონენტი).

წიგნი ასევე მოიცავს: საკონტროლო კითხვებს, გამოყენებულ ლიტერატურასა და მასალებს, ცხრილებს, სქემებს, დიაგრამებს, სურათებს და დანართებს (კონვენცია ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ (ამონარიდი), გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია (ამონარიდი), კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის კიოტოს ოქმი, „საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“, „საქართველოს კანონი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“, საქართველოს რელიგიური სიწმინდეები, საქართველოს ბუნებრივი ძეგლები (მღვიმეები) და ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი).

წიგნი განკუთვნილია ტურიზმის პროფილის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის. წიგნი დახმარებას გაუწევს და საინტერესო იქნება უმაღლესი სკოლის პროფესორებისთვის, გარემოს დაცვის, ტურიზმისა და მომიჯნავე სფეროების მეცნიერების, სამთავრობო, არასამთავრობო, ბიზნესში დასაქმებული სპეციალისტებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის.

სარედაქციო კოლეგია:

გია ქაჯაია – ბიოლოგიის დოქტორი, პროფესორი

რუსუდან ქუთათელაძე – ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი

მარი წერეთელი – ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი

რამაზ გოხელაშვილი – ექსპერტი ბიომრავალფროვნებისა და დაცული ტერიტორიების საკითხებში

ფოტოგრაფი – ავთანდილ მეტრეველი

თარგმანი (ინგლისური, რუსული) – ეკატერინე კიკვაძე

 

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *